

„ადვოკატირების მიზანი ის კი არ არის, რომ პრობლემა წარმოვაჩინოთ, არამედ ადვოკატირების ამოცანაა, რომ მიხვიდე ბოლომდე და ის პრობლემა მოაგვარო.
წარმატებული კამპანიების ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეს,“ – ამბობს ა/ო „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.
მან ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის ბიუროსთან მოქმედ სამოქალაქო განათლების ცენტრში ადვოკატირების თემაზე ლექცია გამართა.
ზვიად დევდარიანმა უფროსკლასელებთან ადვოკატირების თემა კამპანიის – „ეს შენ გეხება“ გარშემო მიმოიხილა.
ლექციაზე „ეს შენ გეხება“ კამპანიის აქცენტები, ევროინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების საკითხები განიხილეს.
ა/ო „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები მოსმენილ საკითხებს მშობლებსა და თანატოლებს გაუზიარებენ.
სამოქალაქო განათლების ცენტრის წევრი, ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე ლევან გორგაძე ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირებას დეტალურად დაგეგმავს და განახორციელებს.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი