
ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში პედაგოგ ხათუნა მაჭავარიანის კლასის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.
შაინსკის, სმირნოვასა და ჰენდელის ნაწარმოებები ოსტატურად შეასრულეს პირველი კლასის მოსწავლეებმა ოლიკო ბარბაქაძემ, მარიამ და კესო იჩქიტიძეებმა. მსმენელის მოწონება დაიმსახურეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა ელენე მესხმა და ქეთი მანჯავიძემ აზარაშვილის „სატრფიალოს“ შესრულებისას.
მსმენელი მოიხიბლა მე-4 კლასის მოსწავლეების მარიამ კალატოზისა და მარიამ ტაბატაძისგან შესრულებული გლინკას ნაწარმოებით „რუსლანი და ლუდმილა.“
სულგანაბული უსმენდა დარბაზი მე-4 კლასის მოსწავლეებს მურმან ხიჯაკაძესა და არმაზ შავიძეს. მურმანმა ცინცაძის „სულიკო,“ ხოლო არმაზმა – ჩაიკოვსკის „კუდიანი დედაბერი“ შეასრულა.
ბრწყინვალედ შეასრულა ვიოლინოზე მანსეს, ტურიაშვილისა და ლაღიძის ნაწარმოებები მე-8 კლასის მოსწავლე ანა მაჭავარიანმა (პედაგოგი თამარ ჩიმაკაძე).
მაღალი ოსტატობა გამოიჩინეს თაქთაქიშვილის, ჩაიკოვსკის, შმიტცისა და კახიძის ნაწარმოებების შესრულებისას მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლიზი ლაცაბიძემ, მარიამ მანჯავიძემ და მე-8 კლასის მოსწავლე ნინო ყრუაშვილმა.
კლასიკური მუსიკის კონცერტი გაალამაზა მარიამ მანჯავიძის სიმღერამ „შემოდგომის ნისლია.“ კონცერტი დააგვირგვინა მე-8 კლასის მოსწავლე მაკა გელაშვილმა შოპენის, დოგასა და ვარლამოვის ნაწარმოებებით.
ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ არმაზ შავიძეს ხელოვნების აკადემიის საპატიო დიპლომი გადასცა.
სამუსიკო სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისათვის და ისურვა, რომ უფრო მეტი ხარაგაულელი მოსწავლე დაეუფლოს ვიოლინოსა და ფორტეპიანოს ნაზ აკორდებს, შეისწავლოს და შეიყვაროს კლასიკური მუსიკა.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი