

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა პირველ მასწავლებლებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს.
მათ ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს მასწავლებლებს და პირობა დადეს, რომ გმირი წინაპრების ღირსეული შთამომავლები იქნებიან.
მეოთხე კლასელებს გზა დაულოცეს მომავალმა პირველკლასელებმა.
მასწავლებლები – ლია სანიკიძე და ნინო ფცქიალაძე ემოციებს ვერ მალავდნენ.
„ორივე თაობისათვის მნიშვნელოვანი დღეა და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების გზებზე, – მიმართა ნინო მასწავლებელმა მოსწავლეებს, – დიდი მადლობა იმ ოთხი წლისათვის, რომლებიც თქვენთან ერთად გავატარე. კიდევ მრავალი თაობა აღგვეზარდოს, ლია მასწავლებელო, ერთმანეთის გვერდში დგომით.“
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ყოველ წელს ხარაგაულის საბავშვო ბაღებიდან საუკეთესო თაობა მოდის.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების