

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღსაზრდელებს თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მაშა მიდის სკოლაში“ წარუდგინეს.
სპექტაკლის იდეისა და სცენარის ავტორი, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი, თამარ ავალიშვილი ამბობს რომ აღსაზრდელებისათვის ყველაზე საყვარელი მულტფილმია „მაშა და დათვი“. „შევეცადე ეს მულტსერიალი ქართული სინამდვილისთვის მომერგო და ბავშვებისათვის მეჩვენებინა, როგორ ემზადება მაშა სკოლაში წასასვლელად.
თოჯინების თეატრის სპექტაკლში მონაწილეობენ: მაშა – ლალი შარაშიძე, დათვი – თამარ ოსანაძე, კურდღელი – ირა ყანჩაველი, მელია – ირმა სებისკვერაძე.
თამარ ავალიშვილის თქმით, სპექტაკლის ჩვენება ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სხვა საბავშვო ბაღებშიც მოეწყობა.
სპექტაკლის ბოლოს პატარები აღმზრდელებთან ერთად გამოხატავდნენ ემოციებს.


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი