

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა (დირექტორი მაია ბლუაშვილი) კინოთეატრში კონცერტი გამართა.
სცენაზე ერთმანეთს სცვლიდნენ სასცენო ფორმებში გამოწყობილი რიტმული ცეკვების (პედაგოგი ქეთევან ხარაძე), მხატვრული კითხვის (პედაგოგი თამარ გაჩეჩილაძე), საესტრადო მუსიკის (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია), ხალხური სიმღერისა (პედაგოგი ვასილ კიკნაძე) და ლიტერატურული თეატრის წრის (ხელმძღვანელი ლალი შარაშიძე) მოსწავლეები.
ცეკვას სიმღერა სცვლიდა, სიმღერას – დიდი ემოციით შესრულებული პატრიოტული ლექსები.
კონკურსის „იმერეთის ხმა“ მესამე ადგილის მფლობელმა ნინო რამიშვილმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) კონცერტი კიდევ უფრო გაალამაზა.
კინოთეატრის ფოიეში დამთვალიერებელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხატვის წრის (პედაგოგი მარინა გოგია) მოსწავლეების ნამუშევრების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, მაია ბლუაშვილის, ინფორმაციით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა სახლის სხვადასხვა წრეები შემაჯამებელ მეცადინეობებს წარმოადგენენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში