

ტრადიციულ კონკურსში – „ვკითხულობთ რუსთაველს“ ორმა ხარაგაულელმა მოსწავლემ გაიმარჯვა.
კონკურსი 2002 წლიდან ,,რუსთაველის კლუბის“ თანადგომითა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
დასკვნითი ტური საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პროექტის დებულებით, კონკურსანტებს 3-5 წუთის მონაკვეთში უნდა წარედგინათ შერჩეული ეპიზოდი, ინსცენირება პოეტური ნამუშევრის, ნახატის ან კოლაჟის სახით, ეფიქრათ და საკუთარი შეხედულება გამოეხატათ თავისუფალი თემით.
ნომინაციაში „გამორჩეული მკითხველი“ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მერვე კლასელმა თამარ ჭიპაშვილმა გაიმარჯვა.
„ჟიურის სიმპათიის“ ნომინაციაში კი გამარჯვებულად კიცხის საჯარო სკოლის მესამე კლასელი შოთა ზვიადაძე დასახელდა.
ვულოცავთ თამარ ჭიპაშვილსა და შოთა ზვიადაძეს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი