

31 მაისს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე აღინიშნება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) ეს დღე სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში აღნიშნა.
ექიმმა პროფილაქტიკოსმა თათია ბლუაშვილმა პრეზენტაცია გამართა თემაზე „არა თამბაქოს.“ პრეზენტაციას სკოლის უფროსკლასელები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებს ასევე ესაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრის კუნგ-ფუ-ს მწვრთნელი ზვიადი კურტანიძე. მან ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ მოუწოდა და სპორტისა და სიგარეტის შეუთავსებლობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. პირველი ადგილი დაიკავა მეცხრე კლასელმა მიშიკო დალალიშვილმა, მეორე ადგილი – მეთერთმეტე კლასელმა მამუკა დალალიშვილმა, მესამე ადგილი კი მეათეკლასელ რამაზ ჩაჩანიძეს ერგო.
შეჯიბრში გამარჯვებულებს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გადასცა ფასიანი პრიზები. გამარჯვებულებს ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაში დიდი დახმარება გაგვიწიეს სკოლის დირექტორმა ნატო შათირიშვილმა და სპორტის მასწავლებელმა ზურაბ ტალახაძემ. ამისთვის მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი