
მეხუთე კლასში რომ გადავედი, ამ გზის გავლა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. მახსოვს ერთხელ ნინო მასწავლებელმა მითხრა, რომ ამ გზის ყოველი კენჭი შესწავლილი ჰქონდა და თვალდახუჭულსაც შეეძლო გავლა…
მერე ხშირად მიფიქრია, ეს მეტაფორული ნათქვამი იყო თუ ექვსი წლის განმავლობაში მართლა შესაძლებელი იყო ამ უნარის გამომუშავება. მე თვითონაც ხშირად დამიხუჭავს თვალები და მიცდია გამომეცნო, რომელი ქვა იქნებოდა შემდეგი.
შემდეგ კი იზო მასწავლებელთან ერთად კენჭები და ფოთლებიც მიგროვებია… მივლია მარტოს, ბავშვებთან ერთად, ნახევარ საათშიც დამიფარავს სკოლიდან სახლამდე მანძილი და ორსაათ ნახევარშიც… ყველა კენჭი ზეპირად ვერ შევისწავლე, თუმცა ვიცოდი რა ადგილიდან, რა სიჩქარით, სკოლამდე რა დრო დამჭირდებოდა… თითოეული ადგილი სხვადასხვა მოგონებას და ემოციას იწვევს…
ბოლოს ძველი იერსახით ეს გზა ორი თვის წინ ვნახე… ახლა კი მისი ოთხ კილომეტრამდე მანძილი ბეტონის საფარქვეშ მოექცა. ჩემი, ჩემი დის, ნინო მასწავლებლის და ყველა ჩვენნაირის კენჭები, რომლებიც ექვსი ან შვიდი წლის განმავლობაში ჩვენდაუნებურად ვსწავლობდით ამ გზას… მოგონებები და შეგრძნებები ისევ დარჩება, მაგრამ ახლა სხვა ფერი მიეცემათ, ცოტა სევდის ფერი…
და მაინც მიხარია თუ არა „ცივილიზაციისკენ“ გადადგმული ეს ნაბიჯი? მიხარია… მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გზას სოფლელები და სტუმრები მხოლოდ წამოსასვლელად კი არა, არამედ ჩასასვლელად ან ხშირი სტუმრობისთვის გამოვიყენებთ…
თიკო მაღრაძე
თსუ სტუდენტი
ფოტოებზე: თიკო მაღრაძე, მარელისის მშენებარე საავტომობილო გზა
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი