

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული 235 კურსდამთავრებულიდან 24 – მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ყველაზე ცუდი შედეგები მათემატიკასა და უცხო ენაში დაფიქსირდა. მისივე თქმით, მოსწავლეები გამოცდებისთვის სათანადოდ არ მოემზადნენ.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე თვლის, რომ მოსწავლეების მომზადების დონე არ არის შესაბამისი, რის გამოც პასუხისმგებლობა სკოლას, მასწავლებელსა და მშობელს თანაბრად ეკისრება.
მოლითის საჯარო სკოლაში წელს საატესტატო გამოცდები ყველა კურსდამთავრებულმა ჩააბარა. თუმცა სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე ამბობს, რომ შედეგების გაანალიზება უკეთესის მისაღწევად აუცილებელია.
კურსდამთავრებულები, რომლებიც საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრნენ, უმაღლეს სასწავლებლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში