

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის სახალხო თეატრმა საზღვრისპირა სოფელ მერეთში სპექტაკლი – „თანამდევი სული“ აჩვენა.
სპექტაკლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება, მერეთის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა.
„სოფელ მერეთიდან კილომეტრნახევარში საქართველოს ოკუპირებული ზონაა. ამიტომ სპექტაკლის თითოეულ სიტყვასა თუ ფრაზას სხვა დატვირთვა და ემოცია ახლდა, – აღნიშნა მერეთის სკოლის მასწავლებელმა მანანა გორგიშელმა, – საზღვრისპირა სოფელში თითოეულ ჩვენგანს პატრიოტული გრძნობები გამძაფრებული გვაქვს.“
„ეს არის უდიდესი წარმატება, რადგან ბავშვებმა, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, პირველად ნახეს, როგორ ცოცხლდება ნაწარმოები სცენაზე,“ – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი.
„ილიას სიტყვებს აქ სხვა დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ეს დღე შედგა,“ – აღნიშნა ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ.
სპექტაკლის შემდეგ მასპინძლებმა სტუმრებისთვის მხატვრული ნომრები წარმოადგინეს.
სპექტაკლს ხარაგაულისა და გორის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი