

ალბათ ბევრს გაუგია ადამიანი, სახელად იანუშ კორჩაკი… მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი სახელი წარმოუდგენელ მსხვერპლთან და ჰუმანიზმთან ასოცირდება. კორჩაკი იყო ცნობილი პედაგოგი, ექიმი და მწერალი.
ამ საოცარმა ადამიანმა სამჯერ განაცხადა უარი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე. პირველად ეს პოლონეთის ოკუპაციის წინ, ნაცისტებთან ომის დასაწყისში მოხდა, როცა იანუშმა გადაწყვიტა არ წასულიყო საზღვარგარეთ, რათა არ დაეტოვებინა “ობოლთა თავშესაფარი” ბედის ანაბარად. მეორედ – როცა მტკიცე უარი განაცხადა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე.
მესამეჯერ კი მაშინ, როცა “ობოლთა თავშესაფრის” აღსაზრდელები უკვე ასულები იყვნენ ბანაკში მიმავალი მატარებლის ვაგონში. მოულოდნელად კორჩაკთან ესეს-ის ოფიცერი მივიდა და შეეკითხა:
– ეს თქვენ დაწერეთ “მეფე მათიუშ პირველი”? ბავშვობაში წავიკითხე. კარგი წიგნია. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით.
– ბავშვები?
– ბავშვები წავლენ, მაგრამ თვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ვაგონიდან.
– ცდებით. არ შემიძლია. ყველა ადამიანი არაა ნაძირალა.
ალბათ მეტი აღარაფრის თქმა არ არის საჭირო იანუშ კორჩაკზე. ეს ისტორია გაცილებით მეტ რამეს ამბობს მასზე, ვიდრე ნებისმიერი მჭერმეტყველება…
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი