

ხარაგაულის სევდიანი სადგური ჩხერიმელას ჩუხჩუხის ხმაზე დაბერდა. დაიღალა, გაიცვითა, დანევროზდა. თითქოს ვიღაცას ელოდებაო. სიბერეზე მეტად ლოდინზე სწუხს. უნდა ცოცხალი დახვდეს, ფიქრობს, ყოყმანობს, ბჭობს, ბობოქრობს. ჰგონია რომ მისი ხანგრძლივი ლოდინის მიზეზი სწორედ „მასტერაოა.“
ჩამოდგა, ჩამოდგა მატარებელი და უცნაური ხმა გამოსცა. თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ძველ მეგობარს ესალმებაო. სადგურისგან პასუხი არ მიუღია, თითქოს არც ელოდებოდა პასუხს და ძალიან მალევე განაგრძო გზა. „მასტერაო“ მალე სხვა სადგურს ეწვევა. მას ხომ იქ კიდევ ელოდებიან მგზავრები…
„მასტერაო“ მიბურდღუნებს ლიანდაგზე და იხსენებს გენიოსებს, რომლებიც ხარაგაულიდან წაიყვანა.
₾იზი ბარბაქაძე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა.
უყვარს ლიტერატურა, წერს ჩანახატებსა და ლექსებს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი