

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შედის. ცვლილების ორნაწილიანი პროექტი საკრებულოს ბიურომ 24 მაისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილა.
საბიუჯეტო ცვლილების პირველი ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს ეხება.
მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის #175 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 2 364 578 ლარი იყო განსაზღვრული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ტენდერებით 425 899 ლარი დაიზოგა.
ამის გამო ცვლილება შევიდა მთავრობის ზემოთაღნიშნულ განკარგულებაში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2016 წელს 7 პროექტის დასაფინანსებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 938 679 ლარი გამოეყოფა.
ამ თანხიდან გზების სარეაბილიტაციოდ 1 651 287 ლარი, ხოლო საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციოდ – 287 392 ლარი განისაზღვრა.
აღნიშნული თანხიდან:
– 911 824 ლარი გაიხარჯება უბისა-ღორეშას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე, სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან სოფელ ღორეშას ადმინისტრაციულ ცენტრამდე;
– 218 736 ლარი – ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციაზე, ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ღარიხევის გადასახვევამდე;
– 417 437 ლარი – სოფელ გედსამანიის ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე (სკოლამდე);
– 103 290 ლარი – გზის დამცავი კედელების მოწყობაზე დ. ხარაგაულში, საღანძილისა და ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
– 94 999 ლარი ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე გაიხარჯება;
– 66 660 ლარი – ხევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე;
– 125 733 ლარი კი – ღორეშას, წიფასა და მოლითის საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციაზე.
ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილების პროექტზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში