

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ამ წუთებში დასრულდა მთის საბჭოს სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აღუდგა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან სერიოზულად ვიმუშავე, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – ერთ თვეში მთის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების შესახებაც ვიმსჯელებთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს – ნუნისს, პატარა სახვლარს, გოლისს, გოლათუბანს, გუდათუბანსა და ფონას მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი გასული წლის ბოლოს მიენიჭა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილია წერილები ასევე ზვარის, ჩრდილისა და ნადაბურისთვის მაღალმთიანის სტატუსის აღდგენის თხოვნით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში