

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოფელ მერეთში, საქართველოს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „თანამდევი სული“ გამართავს.
ირინე ჩხეიძის რეჟისორობით შექმნილი ეს სპექტაკლი მაყურებელმა სხვადასხვა დროს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ყვარელში იხილა.
ხარაგაულის სახალხო თეატრი გასულ წლებში სპექტაკლით „თანამდევი სული“ ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარსდგა.
ხარაგაულის სახალხო თეატრმა ამ სპექტაკლით ორჯერ „გრან-პრი“ მოიპოვა, – 2012 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, 2013 წელს – თურქეთის ქ. ქემერში გამართულ თეატრალური ფესტივალზე.
„ამ სპექტაკლის ჩვენებით, ჩვენი თეატრის დასს გვსურს, რომ საქართველოს სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისადმი თანადგომა და პატივისცემა გამოვხატოთ,“ – ამბობს თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე.
სპექტაკლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში კვირას, 29 მაისს, 14:00-ზე გაიმართება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი