

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის „მხიარული სტარტების“ რეგიონალური ტურის ფინალში გადავიდა. რეგიონალური ტური 23 მაისს ქუთაისში გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტ ხათუნა ტაბატაძის ინფორმაციით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა რეგიონალური ტურის შეხვედრაში 17 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
„მხიარული სტარტების“ რეგიონალურ ტურში რვა მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდი მონაწილეობდა. ფინალში მაღალი ქულების მქონე ოთხი მუნიციპალიტეტის გუნდი გადავიდა.
როდის გაიმართება ფინალური შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი „მხიარული სტარტების“ რაიონულ ტურზე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი