

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მუზეუმების ღამე წელს საქართველოს ყველა მუზეუმში 21 მაისს აღინიშნა.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ამ დღეს განახლებული საგამოფენო დარბაზითა და ექსპონატებით შეხვდა.
„მუზეუმის მეგობარმა მოსწავლეებმა ყველა დარბაზში შესაბამისი ეპოქა გააცოცხლეს, – ამბობს ნინო დიდიძე, – ორიგინალური და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მასში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ჩაერთო.“
ნინო დიდიძის ინფორმაციით, გასულ წელს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს 150 უნიკალური ექსპონატი შეემატა.
„გადავწყვიტეთ, რომ მუზეუმის შემომწირველები დავაჯილდოვოთ, – ამბობს ნინო დიდიძე, – ამჯერად სამადლობელი სიგელი 30 შემომწირველს გადავეცით, ოცი მოსწავლე მუზეუმის პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა. დამსახურებულ პედაგოგს, მუზეუმის დიდ მეგობარს, ქალბატონ ეთერი ბიძინაშვილს მუზეუმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიპლომი გადაეცემა.“
მუზეუმს გასულ წელს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ხარაგაულელი გმირების ოჯახებმა თავიანთი შვილების ნივთები გადასცეს. მუზეუმის დირექციამ ამ ოჯახებსაც სამადლობელი სიგელები გადასცა.


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი