

სათავგადასავლო ტურ-თამაშების პირველი ეტაპი 27 მაისს დაიწყება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების გუნდები ჩაერთვება.
ამ პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი, უკვე მესამე წელია, ახორციელებს.
„შარშან სათავგადასავლო ტურ-თამაშებში ხარაგაულის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობდნენ, – ამბობს ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი ბერიკა თურმანიძე, – წელს ასევე ველოდებით ქუთაისის სკაუტური ორგანიზაციის, თბილისის, გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გუნდებს. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი მათ თვითონ გამოთქვეს.
ტურ-თამაშები ხარაგაულში, დევის ხვრელის ტერიტორიაზე, დაიწყება. მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი გამარჯვებული სკოლის გუნდს გამოვავლენთ, თამაშში სხვა მუნიციპალიტეტების სკოლები ჩაერთვებიან. ფინალი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მარელისის ხერგილზე, გაიმართება.“
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: ტურ-თამაშები ხარაგაულში, 2015 წ. მაისი
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების