

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დღეს „ბოლო ზარი“ დაირეკა. წლევანდელი მე-12 კლასი სკოლის 75-ე გამოშვებაა. დღეს ისინი სკოლის პირველ კურსდამთავრებულს, – გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს ესტუმრენ.
„მეათე კლასის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი კლასელები ომში გაგვიწვიეს, – იხსენებს ჟორა ბლუაშვილი – უმძიმესი წლები იყო. ჩემი შვიდი თანაკლასელი ომიდან შინ აღარ დაბრუნებულა.“
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მხიარული სკეტჩებით, ვიდეორგოლებით, ცეკვებითა და სიმღერებით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.
წინსვლა და წარმატებები უსურვეს კურსდამთავრებულებს კლასის დამრიგებელმა ნანა სახვაძემ, პირველმა მასწავლებელმა ლია სანიკიძემ, სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ.
კურსდამთავრებულებს სკოლის მომავალი პირველკლასელები მიესალმნენ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლა 220-მა მოსწავლემ დაამთავრა. წარმატებებს ვუსურვებთ მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
თამთა გოგოლაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის