

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე და ქართული ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობით აღნიშნეს.
მსვლელობას შემოუერთდნენ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლის მოძღვარი მამა ანტონი (სულთანიშვილი), გიმნაზიის მოსწავლეები, კულტურის ცენტრისა და გამგეობის თანამშრომლები.
მსვლელობის შემდეგ მოხალისე გიდებმა – ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს მუზეუმში უმასპინძლეს.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქართული ტრადიციების მატარებელი ადამიანებისთვის,“ – ამბობს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი – ქართული ეროვნული სამოსი ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების გამოხატულებაა და ეს დღე არასოდეს უნდა დავივიწყოთ.
-მუზეუმების საერთაშორისო დღეს უკვე მეშვიდე წელია პროექტის „მოსწავლე გიდების“ ღონისძიებით აღვნიშნავთ. წელს ამ ღონისძიებას დაემთხვა ეროვნული სამოსის დღე, – ამბობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძე.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე იმედოვნებს, რომ ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ხარაგაულში ტრადიციად დამკვიდრდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი