

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა 18 მაისს ანბანის გაცილების ღონისძიება გამართეს.
„დედაენა სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო,“ – ჟღურტულებდნენ პატარები. მათ ხოტბა შეასხეს ქართული ანბანის თითოეულ ასოს. ლექსებითა და სიმღერებით გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელის ნანა ნებიერიძისთვის ეს პირველი „ანბანის გაცილებაა.“ -ძალიან ძლიერი კლასია და ღონისძიებაც იოლად მოამზადეს – ამბობს ნანა მასწავლებელი.
მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა კვინიკაძემ პატარებს და მათ მასწავლებელს შემდგომი წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ეს პატარები ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღეა, „აი იაზე“ გაყოლებული თითებია, ორ მარგალიტზე, ორ ასოზე, რომლითაც წინადადებაა შემდგარი და ეს არის ჩვენი ენის სიმდიდრე. მადლობა ჩვენს პატარებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს.
„ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემი მეორე შვილი უკვე საანბანო ღონისძიების მონაწილეა, – ამბობს მშობელი ლიკა სვანიძე-დევდარიანი – დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ჩემი რატი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბდება. მადლობა თითოეულ პედაგოგს.
შთამბეჭდავი ღონისძიება ვიხილეთ, – ამბობს მშობელი ლალი ფერაძე, – დიდი მადლობა მასწავლებლებს და თითოეულ ბავშვს ასეთი ლამაზი ღონისძიებისათვის.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი