

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკრებულოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის მონაცემები წარუდგინა.
ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 5 დეკემბრიდან დღემდე ვაკანსია 157 თანამდებობაზე გამოცხადდა, დარეგისტრირდა 853 აპლიკანტი, ტესტირებაზე 641 მათგანი დაუშვეს, მინიმალური ზღვარი 308 კონკურსანტმა გადალახა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ვაკანტურ თანამდებობებზე 133 პირი დაინიშნა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შედეგები არც ერთ კონკურსანტს არ გაუსაჩივრებია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ამჟამად ზვარისა და ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობებია ვაკანტური. მისივე თქმით, ზვარეში უფროსი სპეციალისტის თანამდებობების დაკავების მსურველმა ვერც ერთმა კონკურსანტმა ტესტირების დროს მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. რაც შეეხება ღორეშაში ვაკანსიას, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ თანამდებობაზე დასანიშნად მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა.
ფოტოზე: ტესტირება ხარაგაულში, 2014 წ. დეკემბერი
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი