

19 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, შვედეთის საელჩო საქართველოში, შვედური ინსტიტუტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და რადიო იმედი ხარაგაულში მართავენ კონფერენციას თემაზე „ფიზიკური გარემოს მიღმა“.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო აქტივიზმის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, ინკლუზიური განათლების, ადრეული ინტერვენციის, შშმ პირთათვის სტატუსის მინიჭების, მედიისა და სახელმწიფოს როლის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელებენ.
კონფერენციას დაესწრებიან შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვივი, შვედეთიდან ჩამოსული ჟურნალისტი, უფლებადამცველი მარტინ ჰენნეუსი, იმერეთის გუბერნატორი, იმერეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაში მომდევნო წლის 12 აპრილს შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი რამ კეთდება შშმ პირთათვის, გასაკეთებელი გაცილებით მეტია, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე.
კონფერენციის დასრულების შემდგომ გაიხსნება ფოტო-გამოფენა.
კონფერენცია „ფიზიკური გარემოს მიღმა“ მოამზადა შვედურმა ინსტიტუტმა ქართველ პარტნიორებთან ერთად.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ფოტო საქართველოდან (მათ შორის ერთ-ერთი ხარაგაულიდან) და შვედეთიდან, ასევე ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში