

დღეს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ქრისტეფორე III ციცქიშვილის (1927-1932 წწ.) 143 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სკოლაში პატრიარქის სახელობის მუზეუმი გაიხსნა.
ქრისტეფორე III ციცქიშვილი ვერტყვიჭალაში დაიბადა და გაიზარდა. საზეიმო ღონისძიებაში პატრიარქის შთამომავალი დეკანოზი დავითი (ციცქიშვილი) მონაწილეობდა.
„მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციისთვის დავამუშავეთ თემა პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, – ამბობს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თამაზ გოგოლაძე, – შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ სკოლაში პატრიარქის საიუბილეო თარიღი აღგვენიშნა და მუზეუმი გაგვეხსნა. იდეის განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანა სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ.“
ვერტყვიჭალელთა დიდი სიხარული მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და ეპარქიის სასულიერო პირებმა გაიზიარეს.
საპატიო სტუმრებს შორის ბრძანდებოდნენ წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიანი (სამხარაძე), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გრიგოლია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი