

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობას აწყობს.
ისტორიული მუზეუმის დირექტორის ნინო დიდიძის ინფორმაციით, მსვლელობა დღის პირველ საათზე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყება. მოხალისე გიდები – ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მუზეუმის სტუმრებს ექსკურსიამძღოლობას გაუწევენ. მუზეუმის ყველა თანამშრომელი ეროვნულ ტანსაცმელში იქნება გამოწყობილი.
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი