

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით ხარაგაულელი მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები წინასწარ გამოკითხეს, თუ რა თემაზე სურდათ დატრენინგება.
„ყველაზე მეტად სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვით დაინტერესდნენ, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – ამ ტრენინგზე 92 მასწავლებელი დარეგისტრირდა.“
გაკვეთილის დაგეგმვა ოთხი კომპონენტით – ეს თემა განიხილა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერმა დავით ლიპარტელიანმა ხარაგაულელ მასწავლებლებთან.
„პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებელს ავალდებულებს დაგეგმოს და ჩაატაროს სამოდელო გაკვეთილები, – ამბობს დავით ლიპარტელიანი, – ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ზუსტად განსაზღვრონ გაკვეთილის მიზანი, როგორ ასახონ ეს მიზანი საგაკვეთილო გეგმაში, როგორ შეუსაბამონ სხვადასხვა აქტივობები საგაკვეთილო პროცესს, როგორ დაამყარონ კავშირი საგაკვეთილო გეგმასა და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს შორის.“
ტრენინგის მონაწილე მასწავლებლების თქმით, მათ ძალიან შინაარსიანი, საქმიანი და პრაქტიკულ მაგალითებზე გათვლილი ტრენინგი მოისმინეს, რაც მათ სამოდელო გაკვეთილების კარგად დაგეგმვასა და ჩატარებაში დაეხმარება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი