ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა გააცვნეს.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის იმ ქვეყნების გაერთიანება, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ. პლატფორმის წევრები არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ხორვატია.

„პლატფორმის შექმნის მიზანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა ევროპული ღირებულებები დანერგონ და გააძლიერონ არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფო დაწესებულებების ჩართულობით, – ამბობს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე, – დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკის გაძლიერება, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული სექტორული რეფორმების განხორციელება, გარემოს დაცვა, ენერგოსექტორის გაძლიერება და ხალხთა შორის კონფლიქტების დარეგულურება ეროვნული პლატფორმის ძირითადი მიმართულებებია.“

საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება.

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის თანადამფუძნებელი ლაშა გელაშვილი საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაწევრიანებას გეგმავს. მისი თქმით, მათი ორგანიზაცია, ეროვნულ ფლატფორმაში, სავარაუდოდ, გარემოს დაცვით საკითხებზე ითანამშრომლებს.