

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის მიზანი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება უბისის მონასტერს, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები. პროექტის ღირებულება 1 422 609 ლარია.


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი