

ავტოკატასტროფაში დაიღუპა ტოგო ხიჯაკაძე, – წლების მანძილზე ხარაგაულის რაიონის ხელმძღვანელი.
ტოგო ხიჯაკაძე დაიბადა 1945 წლის 2 მარტს სოფელ ვარძიაში. დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხარაგაულის რაიკავშირის თავმჯდომარედ, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, ხარაგაულის რაიონის გამგებლად.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს კოლორიტული, ღირსეული, მეგობრული, ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ადამიანის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
ტოგო ხიჯაკაძეს 19 მაისს, ხუთშაბათს, მშობლიურ სოფელ ვარძიაში დაკრძალავენ.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების