

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეყოლებათ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატები, – ამ შეკითხვით პოლიტიკური პარტიების ხარაგაულში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მივმართეთ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი ბაღდათის მუნიციპალიტეტთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებთან (ილემი, სანახშირე, შროშა, ფუთი, ძირულა) გაერთიანდა.
„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელ მიხეილ გელაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, მათი კანდიდატი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იქნება.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძე დაზუსტებით ამბობს, რომ ხარაგაულელი კანდიდატი ეყოლებათ.
„თავისუფალი დემოკრატების,“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პაატა ბურჭულაძისგან ახალდაფუძნებული პარტიის „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციები მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციას არ ფლობენ.
პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს სურს, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ხარაგაულელი იყოს. „მთავარია, საქმე აკეთოს, – ამბობს იგი, – ჩვენ შეგვეკითხებიან, მოგვისმენენ და კანდიდატზე თვის ბოლოსთვის შევჯერდებით.“
მაჟორიტარობის კანდიდატი რომ აუცილებლად ეყოლებათ, დარწმუნებულია „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე. მისი თქმით, „პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი უახლოეს პერიოდში ხარაგაულში ჩამოვა.“
„რეპუბლიკური პარტია“ მოქალაქეთა გამოკითხვით რეიტინგებს დაადგენს და ეროვნული კომიტეტი მაჟორიტარობის კანდიდატებს ამის გათვალისწინებით მაისის ბოლოს დაამტკიცებს,“ – ამბობს პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ნოდარ ებანოიძე.
„კონსერვატიული პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა გოლუბიანი ამბობს: -დიდი ალბათობით, პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ.
„გოგი თოფაძე „პატრიოტთა ალიანსთან“ შესაძლო ურთიერთობებზე საუბრობს,“ – ამბობს მრეწველთა პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე. პარტიისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ისიც მაისის ბოლოსთვის ელოდება.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“