

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილი უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართული მე-8 საერთაშორისო ტურისტული ფორუმიდან დაბრუნდა.
ფორუმში 12 ქვეყნის 23 ქალაქის 60-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ფორუმზე საქართველო იმერეთის, ქუთაისისა და თბილისის დელეგაციებით წარდგა.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, იმერეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა ტურიზმის საკითხებში კონსტანტინე ჭარხალაშვილმა ფორუმზე იმერეთის რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე და მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე, ისაუბრა.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ფორუმზე დიდი გამოცდილება მიიღო, რადგან მოისმინა 12 ქვეყნის წარმომადგენლის პრეზენტაცია და ხედვები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ქუთაისში, მას შემდეგ რაც ახალი აეროპორტი გაიხსნა, ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამიტომ ქუთაისში დიდი ტურისტული ცენტრი გაიხსნება, სადაც დაიგეგმება ტურისტული მარშრუტები ხარაგაულსა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
„ქუთაისის აეროპორტში ტურისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ტურისტული მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებია განთავსებული, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ხარაგაულის ტურიზმის განვითარების სამსახურმა უნდა დაამზადოს ტურისტული ბუკლეტი, შექმნას ერთ ან ორ დღიანი სრულყოფილი ტურისტული პაკეტი, კერძო და საოჯახო სასტუმროების მომსახურებით.“
მამუკა ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ ხარაგაულში ტურისტების რიცხვი გაიზრდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი