

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში XI-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია, გადმოცემის თანახმად, თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ მესხეთის ვარძიიდან გადმოსვენებული დედაღვთისას ხატის სახელზე.
დღეს, 14 მაისს, თამარობას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ხარაგაულელმა მოსწავლეებმა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია მოილოცეს.
ვარძიის სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ფრიდონ ხიჯაკაძემ და ვარძიის ეკლესიის მოძღვარმა მამა დიმიტრიმ (დეკანოსიძე) ახალგაზრდებს ამ ეკლესიის ისტორია უამბეს.
ლელა შარიქაძე, გამგეობის კულტურის სამსახურის მთ. სპეციალისტი განათლების საკითხებში ამბობს, რომ მოსწავლეები საკუთარი კუთხის ისტორიას საფუძვლიანად უნდა იცნობდნენ. ამ თვალსაზრისით, თამარობას ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის მოლოცვა კულტურის სამსახურისგან დამკვიდრებული კარგი ტრადიციაა.
ლელა შარიქაძის ინფორმაციით, მოსწავლეებისგან მშობლიური კუთხის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება გაგრძელდება და მასში მთელი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩართვა იგეგმება.
წმინდანად შერაცხული ქართველთა კეთილმორწმუნე მეფე თამარის ხსენების დღედ 14 მაისს ქართული ეკლესია საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან, აღნიშნავს.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი