

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მერვე საერთაშორისო ტურისტული ფორუმი „ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში“ მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობს იმერეთის მხარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიცაა მამუკა ჭიპაშვილი , – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში.
ხარკოვში ტურისტული ფორუმი 12 მაისს დაიწყო და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მიესალმენ ქალაქ ხარკოვის ვიცე-მერი იგორ ტერეხოვი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.
ქუთისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ ფორუმის პირველ სამუშაო დღეს, პლენარულ სესიაზე წარადგინა პრეზენტაცია: ,,ქუთაისის განვითარების მიმართულებებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.“
ფორუმში 12 ქვეყნის 23 ქალაქის 60-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების