

დღე, 11 მაისს, ხარაგაულში ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შეხვდა.
დავით ბაქრაძის ხარაგაულში ვიზიტის შესახებ სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოებით შევიტყვეთ.
რატომ არ გაგვაგებინეს ამ შეხვედრის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა გვიპასუხა, რომ გადაღლილობის გამო გამორჩა ჩვენი ინფორმირება.
თორნიკე ავალიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში ანალოგიური აქტივობების შესახებ წინასწარ შეგვატყობინებს.
მისივე ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ხარაგაულში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ყურადღება პენსიის 50 ლარით გაზრდის შესაძლებლობებსა და ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის პროგრამის ხარვეზებზე გაამახვილა.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, დავით ბაქრაძეს დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუსახელებია.

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების