

შვედური ინსტიტუტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხარაგაულში 19 მაისს რეგიონალური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ფიზიკური სამყაროს მიღმა“.
კონფერენციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების ფოკუსირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების გადაჭრაზე.
„ბოლო წლებში შშმ პირების პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მაგრამ რეგიონებში ისინი კვლავ უამრავ წინააღმდეგობას აწყდებიან, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – მნიშვნელოვანია, კარგად გავაანალიზოთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩატარდება, სადაც შშმ პირები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპეციალისტები და ექსპერტები პრობლემების გადაჭრის გზებს ერთად დავსახავთ.“
რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ხარაგაულს საქართველოში შვედეთის ელჩი ესტუმრება.
ამ თემაზე რეგიონული კონფერენცია გასულ წელს საქართველოს ორ დიდ ქალაქში გაიმართა. შარშანდელ კონფერენციაზე მოწყობილ ფოტოგამოფენაზე ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გურგენიძემ ხარაგაულელი გოგა ხახალაშვილის შესახებ მასალები წარადგინა.
ფოტოზე: ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ ღონისძიებაზე, 2015 წ. 20 ოქტომბერი
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი