

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის, – „ულიჩინარის“ ექიმები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.
ექიმები იკვლევენ სქოლიოზს, ხერხემლის თიაქარს, ბრტყელტერფიანობას, ხერხემლის გამრუდებას, რაქიტს.
ექიმ შმაგი კიკნაძის თქმით, მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმების იდეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებს გაუზიარეს.
ექიმებმა უკვე ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეთა მდგომარეობა შეისწავლეს. ექიმ მირზა ინასარიძის ინფორმაციით, გამოკვლეული მოსწავლეების 42%-ს ხერხემლის განვითარების პრობლემები აქვს.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე „ულიჩინარის“ პროექტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მშობლებს შვილები, თუ რაიმე შესამჩნევ პრობლემას არ დაინახავენ, ექიმთან ვერ მიჰყავთ. „ვფიქრობ, დაავადების ადრეულ პერიოდში გამოვლენა დროულ მკურნალობას და პაციენტების გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობს,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე.
ფოტოზე: „ულიჩინარის“ ექიმები ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი