

იმერეთის ტრადიციული თეატრალური ფესტივალი წელს 20 ივნისს დაიწყება. ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი თეატრები მონაწილეობენ. ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტივალზე საბავშვო სპექტაკლით – „სათაგური“ წარდგება.
რეჟისორ ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, დასი ფესტივალისთვის ინტენსიურად ემზადება, – დეკორაცია და სცენები იცვლება. „თეატრალური ფესტივალის მაყურებელმა მინდა ნახოს, რომ ხარაგაულში ღირსეული ცვლა გვყავს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – პატარა მსახიობებს თეატრი უყვართ და ოსტატურად თამაშობენ.“
ხარაგაულის სახალხო თეატრის საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების