

ხარაგაული. 10 მაისს, სს საქართველოს რკინიგზის მოთხოვნით, 10:00-16:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება მ/ძ ქვესადგურში „მოლითი წევა“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ზვარე, ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, ჩრდილი, სადგური მარელისი.
ხარაგაული/ზესტაფონი. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 მაისს დაგეგმილია ქ/ს “შროშას” გამორთვა. შეკეთებაში ჩადგება გ/ხაზები “შროშა” და “საქასრია”. განაცხადის დროს 11:00-დან 17:00-მდე ძაბვა შეუწყდება ქ/ს “შროშას” და “საქასრიას” აბონენტებს: დაახლოებით 2500 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი და დაახლოებით 970 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში შროშა, საწაბლე, ძირულა, პატ.განთიადი და დიდი განთიადი.
ტყიბული. 11მაისს 09:00-დან 18:00 სთ-მდე შაორჰესში დაგეგმილი სამუშაოების გამო ძაბვის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქ/ს „ტყიბული-3“-ის დაახლოებით 3000 მომხმარებელს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური.
ცაგერი-ლენტეხი. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ა/წ 13 მაისს 11:00-დან 17:00-მდე დაგეგმილია ქ/ს “ცაგერის” გამორთვა. შეკეთებაში ჩადგება ქ/ხ”ორბელი” და “მური”. აღნიშნულის გამო ძაბვა შეუწყდება ქ/ს “ორბელის”, “ცაგერის”, “ლენტეხის” და ქ/ს “ორბელზე” და “მურზე” დაერთებულ ყველა 35/04კვ. ქ/სადგურის მომხმარებლებს.დაახლოებით 7000 აბონენტს ქ. ცაგერში, დაბა ლენტეხში და მიმდებარე სოფლებში.
პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში.
უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი