

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ოცი სტუდენტი სტუმრობდა.
სტუდენტები ხარაგაულში პროექტის – „გზავნილი საქართველოს რეგიონებიდან“ – ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ამ პროექტს მეოთხე წელია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე ახორციელებს.
„პროექტი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს მაია ტორაძე, – ისინი უცხო გარემოში მუშაობის სპეციფიკას ეჩვევიან, წყაროების მოძიებას, ინფორმაციის დაბალანსებას, რესპონდენტებთან ურთიერთობას სწავლობენ.
რაც ყველაზე მთავარია, დედაქალაქში რეგიონის მთავარი გზავნილი მიგვაქვს. მთავარი თემები ჟურნალში დაიბეჭდება და სიუჟეტებით გაშუქდება.“
ჟურნალის „გზავნილი ხარაგაულიდან“ რედაქტორი მარიამ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ხარაგაული საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია. მისივე თქმით, სტუდენტები ხარაგაულში სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ თემებზე მუშაობენ.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე მაღლაკელიძე მოხარულია, რომ ბეჭდურ მედიაში საკუთარი თავი აღმოაჩინა. მისი თქმით, პროექტი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. „სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას ვეცნობით, რაც მომავალი ჟურნალისტისთვის ძალიან საინტერესოა,“ – ამბობს თორნიკე მაღლაკელიძე.
პროექტის ფარგლებში დღემდე რვა ჟურნალი გამოიცა, ოცამდე სატელევიზიო სიუჟეტი მომზადდა და სამი ფოტოგამოფენა მოეწყო.
ჟურნალი – „გზავნილი ხარაგაულიდან“ ივნისის ბოლოს გამოიცემა.
ნინო კაპანაძე
https://www.facebook.com/tornikemaglakelidze1?fref=ts
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი