12 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თქმულების თანახმად, მოციქულმა საქართველოში ყოფნისას რამდენიმე მთაზე ჯვარი აღმართა.

გადმოცემით, ერთ-ერთი ასეთი მთა ხარაგაულის ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (ზღვის დონიდან 2439 მეტრი) მდებარეობს. ამ ადგილს ადგილობრივები „რკინისჯვარს“ უწოდებენ.

უკვე 14 წელია, ხარაგაულელი ახალგაზრდები ანდრიაობას „რკინისჯვარზე“ მოლოცვით აღნიშნავენ. ეს ტრადიცია არც წელს ირღვევა, მსვლელობის მონაწილეები, 2016 წლის 12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატთან ერთად მოილოცავენ.

მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს გზად ელოდებათ ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება, შთამბეჭდავი ხედები, მეგობრული გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

მსვლელობის დეტალური ინფორმაცია:
11 მაისს 17:00-ზე თბილისიდან, სიონის საკათედრო ტაძრიდან, ხარაგაულში წააბრძანებენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატს.
21:00 სთ-ზე ხარაგაულის ტაძარში აღევლინება პარაკლისი.

მსვლელობა ,,რკინის ჯვარზე“:
შეკრების ადგილი: ხარაგაული, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
შეკრების დრო: 12 მაისი 06:00

მგზავრობის ხანგრძლივობა: ტრანსპორტით 5 საათი, ფეხით გასავლელი მანძილი 2 საათი.
ფეხით გასავლელია 4-5 კ.მ.
მგზავრობის ღირებულება (ხარაგაული – რკინისჯვარი, რკინისჯვარი – ხარაგაული):
„ვილისი“ – 20 ლარი;
სატვირთო ავტომანქანა – 10 ლარი.
ღამის გასათევი ხარაგაულში (სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო) ღირებულება – ერთი ღამით 10 ლარი.

აუცილებელი აღჭურვილობა:
• საწვიმარი
• თბილი ქურთუკი
• ქუდი
• ხელთათმანი
• მზის სათვალე
• სათადარიგო ფეხსაცმელი

გასათვალისწინებელია:
● მსვლელობაში არ შედის კვება
● იკრძალება ალკოჰოლური სასმელების წამოღება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ლაშა 595 470103
შალვა 514 539191
გიორგი 555 418878
ნიკოლოზი 591 713362