

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ოც მუნიციპალიტეტს შორის, სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა.
რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომობილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა.
სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები თელავის, გურჯაანის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, კოდის, კასპის, ქარელის, ნინოწმინდის, ცაგერის, ონის,ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქობულეთისა და მარტვილის რაიონებში განაწილდა.
მინისტრ სერგეენკოს ინფორმაციით, 20 ახალი სპეცმანქანა რეგიონული სასწრაფოსთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად შეიძინა.
ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის, გიორგი ბარბაქაძის ინფორმაციით, მათ სამსახურს სამი ავტომანქანა ჰყავდა, მათ შორის ერთი – მოძველებული. ახლა ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლებულია, რაც, გიორგი ბარბაქაძის თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტთა მომსახურებას.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი