

გოგიტა გელაშვილი ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად უნგრეთში იმყოფება. სკოლაში სწავლისას გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით, სიმშვიდით, სამართლიანობით, შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ჩუმი, წყნარი, უპრეტენზიო, კარგი მეგობარი და ამხანაგი, კეთილი და გულმოწყალე.
გოგიტა ბევრს კითხულობდა და უყვარდა სწავლა. აქტიურობდა სასკოლო ცხოვრებაში,
სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. ოთხი წლის განმავლობაში იღებდა სტიპენდიას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტის უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით მოხვდა.
გოგიტას წარმატებები ძალიან უხარიათ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, ახლობლებს. გვიხარია ჩვენც, მის აღმზრდელ-პედაგოგებს. გვიხარია და გვეამაყება, რომ მის აღზრდაში ჩვენი წვლილიცაა. როცა გოგიტა არდადეგებზე ოჯახს ეწვია, ჩვენც მოგვინახულა. მოკრძალებით შემოვიდა სამასწავლებლოში, თბილად მოგვიკითხა, გვიამბო თავის სამომავლო გეგმებზე. გვჯერა, გოგიტას მომავალი იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც დღესაა. ასეთი ახალგაზრდები უმრავლოს ჩვენს ქვეყანას.
მანანა ტაბატაძე
ხევის საჯარო სკოლის მასწავლებელი
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი