

19-25 აპრილს სენაკში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების კონკურს-ფესტივალი „არტ-ფესტივალი 2016.“
ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვნების აკადემიის რექტორი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
23 აპრილს ამ კონკურსში ჩაერთვენ ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მარიამ მანჯავიძე (პედ. დარეჯან გვაძაბია), თამარ ლურსმანაშვილი (პედ. დალი მერაბიშვილი), სალომე მაჭავარიანი (პედ. დარეჯან გვაძაბია), არმაზ შავიძე (პედ. ხათუნა მაჭავარიანი).
ოთხივე ხარაგაულელმა მონაწილემ დაიმსახურა უმაღლესი კატეგორიის დიპლომები. სკოლას კი გადაეცა სამადლობელი დიპლომი.
სამუსიკო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და კონსულტანტ ზურაბ ვასაძეს.
ფოტოზე: არმაზ შავიძე, თამარ ლურსმანაშვილი, სალომე მაჭავარიანი, მარიამ მანჯავიძე სენაკში გამართულ ფესტივალზე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების