

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბორის, ხიდრისა და კიცხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რეჟისორ ირინე ჩხეიძესთან ერთად, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ განიხილეს.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „აკმეს“ პროექტის „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში გაიმართა.
ა/ო „აკმეს“ მოხალისე და პროექტის, „წიგნი სიყვარულია,“ კოორდინატორი გვანცა ბერაძე ამბობს, რომ ეს პროექტი 2014 წელს ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლამ დაიწყო. ამავე წელს პროექტში ჩაერთენ ბორის, კიცხისა და ხიდრის საჯარო სკოლები. ა/ო „აკმეს“ წარმომადგენელი ფიქრია ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ეს პროექტი თანამედროვე, კომპიუტერის ეპოქის ახალგაზრდებს, წიგნთან დააახლოებს.
„ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის საინტერესოა ასეთი ფორმით წიგნების განხილვა, რადგან მათ სურვილი უჩნდებათ მეტი იკითხონ,“ – ამბობს ბორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი, პროექტის კოორდინატორი დონარი ბერიძე.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მოეწყო. კვირეული ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო ასოციაციის ეგიდით იმართება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი