
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
დღეს შიდა-ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს აგროდაზღვევის განახლებული პროექტი „აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მაღრაძემ გააცნო.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი. თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% -იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40%-ის-ის ნაცვლად – 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით, დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით აგროდაზღვევით არც ერთი ფერმერი არ დაინტერესებულა. ამის მიზეზად ვაჟა მაჭავარიანი ფართობების სიმცირეს ასახელებს.
კოოპერატივ „მეღვინეობა კიცხის“ თავმჯდომარე ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია აგროდაზღვევის პირობების შესახებ.
„კოოპერატივში გაერთიანებულმა ფერმერებმა პირადად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მეურნეობის დაზღვევა, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო პროექტია, რადგან სოფლის მეურნეობა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული და დიდწილად ამინდზე ვართ დამოკიდებული. გავეცნობი პირობებს და იმის მიხედვით გადავწყვეტ, დავაზღვიო თუ არა ვაზის მეურნეობა.“
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.
აგროდაზღვევით დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ დაზღვევის პირობებს გაეცნონ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://apma.ge/
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი