

დღეს გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონალური ტური გეზრბენში გოგონებსა და ვაჟებს შორის. პირველი ადგილი დაიკავა ხევის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლევან გორგაძემ.
მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალურ ტურში გაიმარჯვა ბორის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა. ბორელი მოსწავლეები ანაკლიის ბანაკის ორკვირიანი საგზურით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ტური ასევე გაიმართა ფრენბურთსა და ხელბურთში.
23 აპრილს გაიმართება ფინალური შეხვედრა ბადმინტონში. ხარაგაულიდან შეჯიბრებაში ჩაერთვებიან ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გოგონათა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
ნახევარფინალური თამაში კალათბურთში გაიმართება 25-26 აპრილს სამტრედიასა და ქუთაისში.
მასში მონაწილეობენ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გოგონათა და ნადაბურის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
27 აპრილს მინი ფეხბურთში კიცხის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ხონის გუნდს შეხვდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში სპორტის რვა სახეობაში გაიმართა.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: მინიფეხბურთის რაიონული ტური ხარაგაულში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი