
ხარაგაულში 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და მშენებელ ორგანიზაცია შპს „მშენებელი 2004“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯება.
შესრულებულია 237 836 ლარი ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
სამუშაოთა მწარმოებელ ნიკოლოზ ტეტუნაშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გარე და შიდა ფასადების მოპირკეთება, სამღებრო სამუშაოები, საყრდენი კედლის მოწყობა.
შენობაში განთავსდება სასწრაფო დახმარების ოთახები. პირველ სართულზე მოეწყობა რენტგენისა და ექიმების მისაღები ოთახები. მეორე სართულზე განთავსდება ორი საოპერაციო, ერთი რეანიმაციის ოთახი. ორივე სართულზე განთავსდება პალატები. შენობაში უკვე დამონტაჟებულია გათბობის, წყლისა და ელენერგის სისტემები.
ხელშეკრულების თანახმად, მაისიდან უნდა დაიწყოს გარე კომუნიკაციების მოწესრიგება, მაისის შუა რიცხვებიდან – დანადგარებისა და აღჭურვილობის მონტაჟი. მაისი-ივლისის პერიოდში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ნევროპათოლოგი და ოფთალმოლოგი ირინე ბიბიჩაძე ამბობს, რომ საავადმყოფოს მედპერსონალისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პირობების გაუმჯობესება: „ამჟამად ვმუშაობთ ამბულატორიულად. სტაციონარში კი პაციენტებს ხანგრძლივად დავაკვირდებით და უფრო ხარისხიანად ვუმკურნალებთ.“
ექიმი ლაბორანტი ეკატერინე ლურსმანაშვილი ახალ საავადმყოფოს დიდი იმედით ელოდება და ამბობს, რომ გაუმჯობესებულ პირობებში მათი მომსახურებაც გაფართოვდება.
ქირურგი ზაური ჭუმბურიძე წუხს, ხარაგაულელ ავადმყოფებს სხვა ქალაქებში რომ უწევთ მკურნალობა. „ახალი საავადმყოფო ზაფხულზე გაიხსნება. შეგვეძლება, რომ პაციენტებს სტაციონარში დავაკვირდეთ და საფუძვლიანად ვუმკურნალოთ. ვფიქრობ, ხარაგაულელებს აღარ დასჭირდებათ ზესტაფონში, ქუთაისსა თუ ხაშურში წასვლა ექიმის მომსახურებისთვის.
პაციენტი ლამარა ბერაძე ამბობს, რომ ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი, საავადმყოფო გააუმჯობესებს ხარაგაულში სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
საავადმყოფო ამბულატორიის გვერდით, გ. დევდარიანის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2016 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი