

19 აპრილს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში გაიმართა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ლენტეხის, ცაგერის, ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოჭიდავეები რვა წონით კატეგორიაში.
ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ჭიდაობით იწყება ჭიდაობის ყველა სახეობა, „თუ ეროვნულ ჭიდაობაში ვერ ჭიდაობ, ვერც ჭიდაობის სხვა სახეობებში იქნები ძლიერი“.
ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, დავით გელაშვილის, ინფორმაციით დღეს, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში, გამარჯვებული სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭიდაობის რესპუბლიკურ ჩემპიონატში.
მეორე ადგილის მფლობელი, ხარაგაულელი ლევან იჩქიტიძე ამბობს, რომ ფინალში მოგება გაუჭირდა. თუმცა ამ ჩემპიონატით მაინც ძალიან კმაყოფილია.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი