

დღეს ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტის, სოფო ლაცაბიძის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩაერთვნენ ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიის მეექვსე-მეშვიდე კლასების მოსწავლეები.
„ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა სიღრმისეულად მოიძიეს ინფორმაცია ჩვენი პროზისა და პოეზიის კლასიკოსების შესახებ, – ამბობს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი, – გაეცვნენ მათ ბიოგრაფიას, ნაწარმოებებს, ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს. ეს მოსწავლეებს ინტელექტის განვითარებაში დაეხმარება.“
ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, დღევანდელი ღონისძიების მონაწილე აქტიურ მკითხველებს ცენტრალური ბიბლიოთეკა ექსკურსიით აჯილდოებს. მოსწავლეები ზუგდიდში დადიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრებიან.
საბიბლიოთეკო კვირეულის ცენტრალური ღონისძიება 22 აპრილს გაიმართება.
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე ხარაგაულელი ქალბატონი სალომე ზვიადაძე დაინტერესებული პირებისთვის ლექციას წაიკითხავს.
საბიბლიოთეკო კვირეული საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ეგიდით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი