

ხარაგაულში საბავშვო ბაღების გამგეების, აღმზრდელებისა და მშობლებისათვის ტრენინგ-სემინარები გაიმართა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ სემინარი საინტერესო იყო, რადგან შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა საბავშვო ბაღი, როგორც ახალი სოციალური გარემო; ბავშვთა ინკლუზია; ჰიპერაქტიური ბავშვები; ძილი და მისი პრობლემები და ა.შ.
ტრენინგ-სამინარი გაიმართა პროექტის „მომავლის გზა“ ფარგლებში. ამ პროექტს თბილისის სასულიერო სემინარიის ქრისტიანული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ახორციელებენ.
გვანცა ბერაძე, ტრენერი: -პროექტის მიზანია რეგიონებში დავნერგოთ ფსიქოლოგთან ურთიერთობის კულტურა. აქტიურად ვმუშაობთ ინკლუზიურ თემებზე, – რა შეიძლება გავაკეთოთ შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვებისათვის, რომ ისინი მეტად იყვნენ ადაპტირებული გარემოსთან.
-ბავშვთან ურთიერთობაში რაც ჩემთვის დღემდე უცნობი იყო, ვეცდები დღეიდან დავგეგმო და გამოვიყენო, – ამბობს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი ნათია მესხი და მიესალმება ასეთი სახის შეხვედრებს მშობლებთან.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი